goga.tv
Goga.tv
gzavmili

პრინცი ჰარი: ”მე ყურადღებით ვიქნები, რომ ჩემს ძმისშვილს მხიარულება არ მოაკლდეს”

პრინცი ჰარი დაესწრო საქველმოქმედო გამოფენის გახსნას ლონდონში, სადაც მან სიამოვნებით მოუთხრო გამოფენის დამთვალიერებლებს თავისი ახალი - ბიძის სტატუსისა და პატარა ძმისშვილის - ჯორჯის შესახებ. ყოველთვის ხალისიანმა ჰარიმ ღიმილით დააიმედა თანამემამულენი:
”მე ყურადღებას მივაქცევ მის აღზრდას - ვეცდები არიდებული იყოს ხიფათისაგან და მხიარულება არ მოაკლდეს. დანარჩენი მშობლებისათვის მიმინდვია”.
ჰარიმ დასძინა იმის თაობაზე, რომ, როდესაც ის ოთხშაბათს მივიდა ძმისშვილის გასაცნობად, ბავშვი ერთთავად სულ ტიროდა:
”ოჯახში მატება - ეს შესანიშნავია! მე ვფიქრობ, ჩემი ძმა კარგად აცნობიერებს, როგორი ძვირი დაუჯდება ჩემი ძიძობის სამსახური”.
ჩვეული ხუმრობების შემდეგ ჰარიმ შეკრებილთ წარუდგინა სამეფო სახლის ფოტოგრაფის - კრის ჯექსონის ნამუშევრები, რომლებიც ეძღვნება საქველმოქმედო მისიებს აფრიკაში.
საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მეოხებას უწევს აფრიკული სახელმწიფოს, ლესოტოს ობოლ ბავშვებს, დაარსებულია პრინც ჰარისა და ლესოტოს პრინც სიზოს მიერ 2007 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამეფო სახლის მემკვიდრემ რამდენიმე თვე გაატარა სამხრეთ აფრიკაში და ეხმარებოდა ბავშვებს, რომლებიც ხშირად ხდებიან სიღარიბისა და შიდს-ის მსხვერპლნი.
1 076 ნახვა
29-07-2013, 08:33
ავტორი: gogaggg2
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!