goga.tv
Goga.tv
gzavmili

ესპანელმა სპრინტერმა დაბნეული კონკურენტის გადასწრება არ იკადრა

ესპანეთში მარათონი ტარდებოდა, რომლის საპრიზო ფონდიც საკმაოდ სოლიდური იყო და ამ მარათონში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ათლეტები იღებდნენ მონაწილეობას.
ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ფინიშის ხაზთან დაფიქსირდა. კენიელმა აბელ მუტაიმ, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია 3 ათას მეტრიან მარათონში, დაწინაურება შეძლო, მაგრამ ფინიშის ხაზამდე 10 მეტრის მოშორებით შეჩერდა და მაყურებელს მიესალმა, მას ეგონა, რომ ფინიშის ხაზი გადაკვეთა.
კენიელს ესპანელი ივან ფერნანდესი მოჰყვებოდა, რომელსაც შეეძლო ამ მცირე ინცინდენტისთვის ყურადღება არ მიექცია და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, შედეგად კი მარათონის გამარჯვებულიც გახდებოდა, მაგრამ ფერნანდესმა მუტაის მიუთითა, რომ ფინიშის ხაზამდე 10 მეტრი იყო დარჩენილი და ჯერ გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევი იყო. მუტაიმ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, ფერნანდესმა კი მარათონის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის ოქროს მედალზე ძვირფასი პიროვნული ღირსებაა.
1 155 ნახვა
29-07-2013, 08:34
ავტორი: gogaggg2
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!