goga.tv
Goga.tv
gzavmili

ანეკდოტები

— მამიკო, მამიკო, რატომ არ შეიძლება ამ ფილმის ბავშვებისთვის ნახვა?
— ხელს ნუ მიშლი! უყურე და თვითონ მიხვდები.





* * *

ჭიჭიკია მელოტია და თან ერთ ფეხი ხისა აქვს. ერთხელაც გადაწყვიტა ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვას რომ მისი, ზემოთ აღნიშნული, ნაკლები აღარ გამოჩენდეს. რჩევისთვის ბიჭიკიას მიმართა. მან ცოტა ფიქრის შემდეგ ურჩია:
— მღვდლის სამოსი ჩაიცვი, აღარც შენი ტლოპნა თავი გამოჩნდება და აღარც შენი ხის ფეხი. — ჭიჭიკიამ იუარა.
— მაშინ... მეკობრის ტანსაცმელი ჩაიცვი, მელოტ თავზე ბენდენას წაიკრავ და ხის ფეხიც ”კაკრაზ” იქნება. — ჭიჭიკიას არც ეს იდეა მოეწონა.
— მაშინ, შე ჩემა, ეგ შენი ხის ფეხი ტრ...ში გაიკეთე, ტლოპინა თავი ქე გაქ და ”ჩუპაჩუპსი” იქნები.





* * *

ჭიჭიკია და ჯეიმს ბონდი ერთმანეთს ეცნობიან:
— ბონდი, ჯეიმს ბონდი.
— ბომჟი, ჭიჭიკია ბომჟი.





* * *

ექიმთან, მისაღებში თავში ნაჯახჩარჭობილი კაცი ზის. ექიმი ეკითხება:
— რას უჩივით?





* * *

— ხომ ვერ მეტყვით, ამ მოკრივეს რათ უნდა ამხელა კონტაქტური ლინზები?
— ეგენი, ორთაბრძოლის დაწყებამდე, სათვალეები იყო.





* * *





აწყობილი აქვს პილოტს საქმე — მივფრინდება აეროპორტში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მატარებლის მემანქანეს საქმე — მივა ვაგზალში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მეზღვაურს საქმე — მიცურდება პორტში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
მარტო გოგონას ვერ ააქვს საქმე აწყობილი, ის ხან პორტში უნდა იყოს, ხან აეროპორტში და ხანაც ვაგზალზე.





* * *

სვანი შევიდა მაღაზიაში და კითხულობს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — პასუხობს გამყიდველი.
სვანი წავა სხვანაირად ჩაიცვავს, შევა მაღაზიაში და ისევ იკითხავს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — კვლავ პასუხობს გამყიდველი.
ასე გაგრძელდა რამოდენიმეჯერ.
ბოლოს სვანმა დაკარგა მოთმინება და გამყიდველს ჰკითხა.
— როგორ იგებ, რომ სვანი ვარ?!
— როგორ და ეგ გარმონი კი არა რადიატორია.




* * *

მიხო მივიდა სტომატოლოგთან და ეკითხება:
_ ექიმო, კბილის ამოღება ანესთეზიით იაფია თუ ანესთეზიის გარეშე?
_ რა თქმა უნდა, ანესთეზიის გარეშე.
_ მაშინ ამოიღეთ ანესთეზიის გარეშე.
_ ძალიან მტკივნეული იქნება. _ აფრთხილებს ექიმი.
_ არა უშავს, _ მიუგო მიხომ და თან კალიდორში მომლოდინე, თავის ცოლს გასძახა.
_ დედაკაცო, შამაიყვა დედაშენი!





* * *

დილით სიდედრმა სიძეს შესჩივლა:
_ წუხელ მთელი ღამე კოღო მკბენდა. დილით კი მთელი ბალიში სისხლით იყო მოსვრილი.
სიძემ ბოროტად ჩაიცინა:
_ ალბათ, შენი სისხლი ვერ მოინელა და გული აერია.





* * *

რა გვარი ხარ?
_ და-და-დარახველიძე.
_ ბლუ ხარ?
_ არა, მამაჩემი იყო ბლუ და დაბადების მოწმობა ვინც შეავსო ის კიდე დებილი.





* * *

გასვენებაა. მიცვალებული ჩაასვენეს კატაფალკში და პროცესია დაიძრა. ამ დროს 6 ან 7 წლის ბავშვი დაედევნა კატაფალკს:
_ მამა, მამა, ნუ დამტოვებ, მე შენთან მინდა, თან წამიყვანე.
გამვლელებს გული მოუკვდებათ ამ სურთის შემყურე.
ამ დროს კატაფალკი ჩერდება გადმოდის მძღოლი და ბავშვს ეჩხუბება:
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, თან ნუ დამდევ, წადი ახლავე სახლში და ჩემს დაბრუნებამდე გაკვეთილები ისწავლე! იცოდე შეგამოწმებ!





* * *

დაიბადა ბავშვი. ოჯახის წევრები ბჭობენ თუ ვინ გამოვა მისგან.
დედა ამბობს:
_ ისეთი ჭკვიანი თვალები აქვს, მეცნიერი გამოვა.
_ არა, ისეთი შემართულია სამხედრო გამოვა! _ არ დაეთანხმა მამა.
_ პოლიტიკოსი იქნება, _ დაასკვნა ბებიამ _ მძ...რშია მოსვრილი და ნახეთ, თავი როგორ უჭირავს...

მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:
_ იცინეთ, იცინეთ... _ გაბრაზდა კაცი _ ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს, მე ამ ავტობუსის მძღოლი ვარ...

* * *

სიდედრი ესტუმრა სიძეს. სიძე ეკითხება:
— რამდენი ხნით ჩამოხვედი?
— როგორც კი მოგბეზრდება წავალ.
— ჰო... საჭმელი მაინც გეჭამა.

* * *

გურულები ჩინელებს ომს გამოუცხადებენ.
_ კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? _ ჰკითხეს ჩინელებმა.
_ რამდენი ხართ?
_ მილიარდნახევარი!
_ დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვდარს.

* * *

მარო ეუბნება მიხოს:
_ კაცო, დღეს კინოში მივდივართ და წინდები გამაიცვალე, ცუდი სუნი ასდის.
კინოში მისვლისას მაროს სუნი ეცა და მიხოს ჰკითხა:
_ კაცოო, წინდები არ გამაიცვალეე?
_ გამავიცვალე მა რა ვქენი, ვიცოდი არ დამიჯერებდი და აი თან წამოვიღე.


* * *

მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:
_ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.
_ დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა.

* * *

მიხომ და მიტომ, უდაბნოში, გააკეთეს აქლემების სარემონტო. ცოტა ხანში პირველი კლიენტიც მოვიდა_ბედუინმა თავისი აქლემი მოიყვანა:
_ რა სჭირს? _ ჰკითხა მიტომ.
_ ძველებურად ვეღარ დარბის.
_ გასაგებია... შაიყვა "იამაზე ".
ბედუინმა შეიყვანა აქლემი

"იამაზე ". მიტომ აიღო ორი აგური შეუძვრა აქლემს ქვევიდან და შემოსცხო საკვერცხეებზე. გამწარებული აქლემი ისე გაიქცა, ცხოვრებაში რომ არ გაქცეულა. გაუხარდა ბედუინს, მაგრამ თან პრეტენზიაც გამოთქვა:
_ კარგია, რომ ჩემი აქლემი ისევ დარბის, მაგრამ მე როგორ დავეწიო?
მიტომ მალევე იპოვა გამოსავალი და ბედუინს უთხრა:
_ შადი "იამაზე ".
ბედუინსაც ჩაუტარა აგურების პროცედურა და დაადევნა თავის აქლემს. ამის შემყურე მიხო ეკითხება მიტოს:
_ მიტო, ის ბედუინი რო გააქციე, ფული გამაართვიი?
_ არა.
_ აბა მაშინ, შადი "იამაზე ".

_ ვოცნებობ მილიონებს ვშოულობდე, როგორც მამაჩემი.
_ ვაა! მამაშენი მაგდენს შოულობს?
_ არა, ისიც ოცნებობს.

* * *

რით განვსხვავდებით ზანგებისაგან?
_ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზებრა თეთრია და აქვს შავი ზოლები. ზანგები ფიქრობენ პირიქით, რომ ზებრა შავია და აქვს თეთრი ზოლები.

* * *

_ ზღვა მოგხდენია. ლოყები დაგბერია. ალბათ კარგი კვება გქონდა.
_ არა, დღეში ორჯერ რეზინის ლეიბის გაბერვა მიწევდა.


* * *

სამი სვანი დამალობანას თამაშობდა... სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

* * *

მიხომ ლატარიაში მილიონი მოიგო და გახარებული სახლში ბრუნდება.
_ მარო! მარო! მილიონი მოვიგე და ბარგი ჩაალაგე! _ ეძახის მაროს ჭიშკარს მომდგარი.
მარო კეკლუცად გადმოდგა აივანზე და ეკითხება:
_ ზამთრისა თუ ზაფხულისა?
_ ორივე და დაახვიე აქედან!

* * *

სვანმა ყანაში ისეთი საფრთხობელა დადგა რომ ჩიტებმა, შარშანდელი წაღებულიც უკან მოიტანეს.

* * *

საკანში ერთად სხედან ძროხისა და საათის ქურდები. ძროხის ქურდმა საათის ქურდის გაშაყირება გადაწყვიტა:
_ ვერ მეთყვი, რომელი საათია?
_ გეტყვი, რატომაც არა, ძროხის მოწველის დროა.

* * *

ჭიჭიკია თავის ნაცნობს ესტუმრა სოფელში. შეაღო თუ არა ჭიშკარი, ფეხებში უზარმაძარი ძაღლი ეცა და უკბინა. ჭიჭიკიას თქრიალით წამუვიდა სისხლი.
სახლიდან მასპინძელი გამოვარდა:
_ უიმე, ბატონო! შარვალი ხომ არ გაგიხიათ?
_ არა! ამიკაპიწა და ისე მიკბინა! _ მიუგო ჭიჭიკიამ.

* * *

_ შვილო რატომ ხარ სულ სველი?
_ დედი, ეზოში ძაღლობანას ვთამაშობდით და ბუჩქი ვიყავი

* * *

_ რაა, შვილო ორი ორიანი რომ გიწერია დღიურში?
_ დანარჩენი გაგვიცდა...

* * *

_ ექიმო, როდის გამწერთ სავადმყოფოდან?
ექიმი პასუხობს დამაიმედებელი ტონით:
_ როდესაც კარდიოგრამის ხაზი გასწორდება.

* * *

დედა ეუბნება შვილს:
_ შვილო, ნუ ურტყავ მეზობლის ბავშვს თავში აგურს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები.


ექიმი:
— რას ვიზამთ, ძვირფასო, ერთი ფილტვი უნდა ამოგკვეთოთ.
პაციენტი:
— რას ამბობთ, ექიმო, ფოლტვები ყოველთვის წესრიგში მქონდა.
ექიმი:

— ფილტვები ახლაც წესრიგში გაქვთ, მაგრამ... ღვიძლი ვეღარ ეტევა...



***

მაღაზიაში მყიდველი ეუბნება გამყიდველს:
— მაპატიეთ, ჩემთვის ხურდა არ დაგიბრუნებიათ.

— რა პრობლემაა, მიპატიებია.



***

— აჰა, შოკოლადი!
— არ მინდა!
— რატო?
— ნოემბერშია გამოშვებული.
— ახლა რომელი თვეა?
— სექტემბერი.

— აზრზე ხარ. მომავლიდანაა...



***

კაცი თავის მეოთხე ცოლს ასაფლავებს, ეკითხებიან:
— პირველი ცოლი რით დაიღუპა?
— სოკოთი მოიწამლა.
— მეორე?
— სოკოთი მოიწამლა.
— მესამე?
— ისიც.
— ბოლო?

— ტვინის შერყევით… სოკოს ჭამა არ უნდოდა.



***

— საჭმელი რა გვაქვს?
— ლობიო.
— დესერტად?
— აქტივიზირებული ნახშირი.



***


გვიან საღამოთი მაგრად დაღლილი და დატანჯული ქმარი დაბრუნდა სახლში და ცოლს ეცა:

— მშობელთა კრებაზე, რომ გამიშვი არ უნდა გეთქვა ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს?!



***

მასწავლებელი ეჩხუბება მოსწავლეს:
— სიმართლე მითხარი, ვინ დაწერა შენი საშინაო დავალება?
— არ ვიცი, ადრე დავწექი დასაძინებლად.



***


ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:
— სიმონ, იცი, გილიოტინას გამომგონებელი მესამე იყო ვისაც გილოტინაზე თავი მოჰკვეთეს?
— რეიზა, სიმონ?
— არ ვიცი, ალბათ... ტესტ დრაივი იყო...
1 508 ნახვა
29-07-2013, 04:20
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!