goga.tv
Goga.tv
gzavmili

რა ხდება მაშინ როცა ცაზე დავითის ვარსკვლავი ჩნდება

გსმენიათ რამე ჰექსოგრამის შესახებ? იგი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო და ძლიერი მაგიური დანიშნულების მქონე გამოსახულებაა. მას სხვადასხვა ქვეყნების ეთნოსში ვხვდებით . ინდოელები ანახატანას ან ანახატანა – ჩაკრას ეძახიან. იგი ექვსქიმიანი ვარსკვლავის ფორმისაა და დღევანდელობაში მას ე.წ. "დავითის ვარსკვლავად" მოიხსენიებენ ასტროლოგები. მისი სახელწოდება კი მეფე დავითის ფარის სახელს უკავშირდება და მიჩნეულიაა, რომ იგი ე.წ. დამცავ ფუნქციას ატარებს, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანის კოსმოგრამაში ფიგურირებს. ხოლო მისი კონფიგურაციის შექმნა ცაზე ნიშნავს იმას, რომ ის პერიოდი როცა დავითის ვარსკვლავი ზენიტშია, საუკეთესო დროა გარდამტეხი ცვლილებების დასაწყებად. სწორედ დღევანდელ დღეს (29-30 ივლისის ჩათვლით) გააქტიურდება იგი პლანეტების ტრანზიტული მოძრაობის შედეგად და ორი დიდი ტრიგონის მეშვეობით, რომელშიც ექვსი უმაღლესი პლანეტა შედის (პლუტონი, სატურნი, ვენერა, იუპიტერი, მთვარე, ნეპტუნი) შექმნის ზემოთ ხსენებული ვარსკვლავის ფორმას, რომელსაც დავითის ვარსკვლავი ეწოდება.


"დავითის ვარსკვლავის" ფორმის მქონე საათი

 რა ხდება მაშინ როცა ცაზე დავითის ვარსკვლავი ჩნდება

მართალია დავითის ვარსკვლავის გავლენა ამჯერად საკმაოდ ხანმოკლე ვადით გასტანს. თუმცა მისი გავლენა შესამჩნევი იქნება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. თუკი თქვენ რაიმე სახის გრძელვადიანი პროექტის დაგეგმვას აპირებთ, სასურველია ზუსტად ამ ორი დღის შუალედში ჩაუყაროთ მას საფუძველი, ან მენტალურად მაინც განაწყოთ თქვენი თავი მის შესასრულებლად. გარდა ამისა, ზემოთ ხსენებული ორი დღის მანძილზე რაც უფრო მეტ პოზიტივს აჩუქებთ ახლობლებს და საკუთარ თავს, მით უფრო გაათმაგებული რაოდენობით დაგიბრუნდებათ იგი მომავალში. ჩართეთ ვიზუალიზაცია. დაისახეთ მიზანი და "მოერგეთ" ამ მიზანს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი თქვენსავე ოცნებაში. შეიგრძენით მომავალი წარმატება. მერწმუნეთ, დავითის ვარსკვლავის გავლენა მისი ახდენის გზებსა და საშუალებებს აუცილებლად გაპოვნინებთ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ამ დღეების მანძილზე თავს გაბრაზების, კონფლიქტში ჩართვის ან ნეგატიური აზროვნების უფლება, იმიტომ რომ, ასე თქვენ საკუთარ თავს მომავალი ოცი წლის მანძილზე დააპროგრამებთ, რაღა თქმა უნდა, ნეგატიურად. "დავითის ვარსკვლავი" ეს თავისებური მაშველი რგოლია, რომელიც ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს აძლევს შანსს სწორედ ამ დღეებში აღმოაჩინოს ახლებური გზები, ძველი პრობლემების გადასაწყვეტად და დასარეგულირებლად. ამიტომ განეწყვეთ პოზიტიურად, იმედის თვალით შეხედეთ მომავალს და გწამდეთ, თქვენ მიერ ჩაფიქრებული ნებისმიერი სურვილი ახდება ამ უნიკალური კომბინაციის დახმარებით.


პ.ს. კულინარიის მოყვარულებს კი დღეს და ხვალ შეუძლიათ "დავითის ვარსკვლავის" ორიგინალურ ინტერპრეტაციას მიმართონ
 რა ხდება მაშინ როცა ცაზე დავითის ვარსკვლავი ჩნდება
2 245 ნახვა
29-07-2013, 04:25
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!