goga.tv
Goga.tv
gzavmili

სალომე ქათამაძეს კუტუნიომ ბოდიში სიმღერით მოუხადა - დაჯილდოება იურმალაში

28 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2013"-ის დასკვნითი კონცერტი და კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა. ქართველი მომღერალი სალომე ქათამაძე სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ კუბელ კონკურსანტს რობერტო კელ ტორესს და 356 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ჯილდოდ სალომეს 30 ათასი ევრო ერგო.

მომღერლისთვის პრიზების გადასაცემად სცენაზე ჟიურის წევრები ტოტო კუტუნიო, იგორ ნიკოლაევი და მაქსიმ ფადეევი მიიწვიეს, რომლებმაც სალომეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. რუსმა პროდიუსერმა მაქსიმ ფადეევმა სინანული გამოთქვა იმაზე, რომ პირველ საკონკურსო ტურში მხოლოდ მან დაუწერა სალომეს 10 ქულა.

ქართველი კონკურსანტის სამადლობელი სიტყვის შემდეგ, იტალიელმა შემსრულებელმა ტოტო კუტუნიომ ქათამაძეს გამამხნევებელი სიტყვები უთხრა: "სან რემოზე 16-ჯერ გამოვედი და 7-ჯერ მეორე ადგილი დავიკავე. იმედი მაქვს, ეს მეორე ადგილი გზას გაგიხსნის დიდი წარმატებისკენ. შენ ამას ნამდვილად იმსახურებ" - ამის შემდეგ მომღერალი სალომე ქათამაძეს ჩაეხუტა და საგანგებოდ მისთვის იმღერა.
2 006 ნახვა
29-07-2013, 05:02
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!