goga.tv
Goga.tv
gzavmili

რატომ მოხვდა ლენუკა ყიფშიძე საავადმყოფოში

ამჯერად ლენუკა ყიფშიძის ''ფეისბუქი'' გადავათვალიერეთ და მის კედელზე უცნაური ფოტოკოლაჟი აღმოვაჩინეთ - ლენუკა ''უბორკის'' მომენტში. ფოტოზე ნატალია ყიფშიძეა მონიშნული, რომელიც მამიდასთვის კომპლიმენტებს არ იშურებს.

- ლენუკა, გიყვარს ფოტოსესია?
- კამერასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. იმ მომენტში თითქოს ყველაფერს ვეთიშები და პატარა ფოტოსამყაროში ვარ. არ მიყვარს ფოტოს დამუშავება, ფოტოშოპი; შეიძლება ფერები მისცე ფოტოს, კორექცია არ არის საინტერესო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმაჩნია დაშვებული ფოტოშოპი, როდესაც ჟურნალისთვის ან რაიმე რეკლამისთვის იღებ, ისიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული.
- ფოტოგენური ხარ?
- ბევრი მეუბნება, რომ ცხოვრებაში ბევრად უკეთესი ვარ.
- შენს კომპიუტერში თუ მოიპოვება ისეთი ფოტოები, რომლებსაც ვერ გამოაქვეყნებ, ანუ მხოლოდ ''შენია'' ?
- არა, რაც არ მომწონს - ვშლი. ბავშვობისდროინდელი ფოტოები არ მაქვს, დედას აქვს შენახული, გარდატეხის ასაკში რაც გადავიღე, არ მომწონს. საკუთარ თავს მაგრად დავცინი ხოლმე, თათრის ბავშვივით შავი ვიყავი, ახლა გავღიავდი.
- ეს ფოტოკოლაჟი, რომელიც შენს ''ფეისბუქზე'' აღმოვაჩინე, ვინ გადაგიღო?
- ჩემმა შვილმა, ნიკუშამ. რაც საავადმყოფოდან გამოვედით, გვერდიდან არ ვიშორებ, ცივ ნიავს არ ვაკარებ. იცის, როგორი ფეთიანი ვარ და მემორჩილება... სახლს ვალაგებდი ამ დროს.
- საავადმყოფოდან? ნიკუშა იყო ავად?
- ჰო, ზღვიდან რომ დავბრუნდით, რამდენიმე დღეში მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს, საავადმყოფოში გატარებული ათი დღე ჯოჯოხეთი იყო ჩვენთვის, ისეთი სტრესი მივიღეთ. იქ ისეთები ვნახე... აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ჯანმრთელობაა ადამიანისთვის. ღმერთის წყალობით, გადავრჩით... სახლში ვაგრძელებთ მკურნალობას... ფოტოს რაც შეეხება, სახლს ვალაგებდი, საავადმყოფოს მერე დიდი ''უბორკა'' განვიზრახე, ხელებზე რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი, თავზე ''კასინკა'' გავიჭირე, ხელში მტვერსასრუტი დავიკავე და ამ მომენტით ისარგებლა ნიკუშამ. თან მიმითითებდა, სად რა უნდა გამეკეთებინა და თან ფოტოებს მიღებდა. სისუფთავე მიყვარს. თან დალაგების დროს ყველა კუნთი მუშაობს. მე ხომ მანიაკი ვარ, მიყვარს, კაცსაც და ქალსაც ნავარჯიშევი ტანი რომ აქვს.
- ყოველდღე ვარჯიშობ?
- კი, ყოველდღე, ხელის გაქნევა-გამოქნევა და უკანალის გავარჯიშება არავის აწყენს. ცოტა რთულია, ქალი თან დიასახლისი იყოს და თან სულ ფორმაში.
- ასე ფოტოსესიისთვის გამოეწყვე, თუ სულ ასეთ ფორმაში ალაგებ სახლს?
- წესრიგი, სისუფთავე ძალიან მიყვარს. ასეთ ფორმაში ვალაგებ სულ. ყურში ყურსასმენები, ფეხზე ჩემი ''კომს'' ბოტასები, სპორტული ფორმა... განწყობას ვუქმნი საკუთარ თავს, რომ მთელი დღე ენერგიაზე ვიყო და ხალისიანად ჩავატარო ''უბორკა'' . მთელი ცერემონია მაქვს, სანამ ''უბორკას'' დავიწყებ. ქალი სახლშიც ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, მე ასე ვფიქრობ.
- სახლის მთავარი ამრევი ვინ არის ოჯახში?
- ოო, კაცები, კაცები.
- ბავშვებზე მეტად ურევენ ზურა და გიორგი?
- ზურა და გიორგი არიან ყველაზე ამრევები და ძაღლი - ბაგი. ნიკუშა მე მგავს, შედარებით მოწესრიგებულია. ისე, ჩვენს ოჯახში კაცებიც ჩვენ ვართ და ქალებიც.
- გიორგის ქალიშვილი ნატალია რატომ გყავდა მონიშნული ფოტოზე, გეხმარება ხოლმე სახლის დალაგებაში?
- ოო, ნატალია ჩემი გოგოა, რაღაცებში ძალიან მგავს. მარტო მე ვხედავ ამას, ერთად ვემზადებით ხოლმე ''უბორკისთვის'' და ძალიან ვერთობით.
- ზღვაზე ვიყავითო, მითხარი, სად დაისვენე?
- კვარიათში, 23 ივნისს წავედით ბავშვებთან ერთად. მეგობრის დაბადების დღეს დავამთხვიეთ. სულ მზე იყო, შესანიშნავი ზღვა, საოცარი ერთი კვირა გავატარეთ. დიდი ხანია, ასე გემრიელად არ დამისვენია...
- წელს კიდევ გეგმავ დასვენებას?
- წელს ზღვა აგვიკრძალეს, ნიკუშას გამო. ამიტომ სადმე სუფთა ჰაერზე წავალთ ოჯახთან ერთად.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
2 533 ნახვა
29-07-2013, 12:34
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!