GOGA.TV
158-ე სკოლის მიმდებარედ შენობაში შეჭრილ დევნილებს გამოსახლებას უპირებენ
  • 158-ე სკოლის მიმდებარედ შენობაში შეჭრილ დევნილებს გამოსახლებას უპირებენ

    ამ წუთებში ხმაურია ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დევნილები, ეკომიგრანტები და სოციუალურად დაუცველები შესახლდნენ. სამართალდამცველებს შენობის კარი ჩაკეტილი აქვთ და მოქალაქეებს გარეთ არ უშვებენ. შენობაში შესვლაც აკრძალულია.

    მოქალაქეების თქმით, ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები. დევნილები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ძალის გამოყენებით, მათ გამოსახლებას გეგმავს.

    შენობაში, რომელშიც არც კომუნიკაციებია და არც სხვა საცხოვრებელი პირობები, 50-მდე ოჯახი რამდენიმე დღის წინ შეიჭრა. მათი თქმით ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

    მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

    "ცოცოხალი თავით აქედან გამომსვლელი არ ვარ, მკვდარს თუ წაგვიყვანენ, არ ვიცი,"-აცხადებს ერთ-ერთი მათგანი, ლოლა ჯაფარიძე.

    შენობაში შეჭრილი პირების თქმით, მათ მდგომარეობას დღის პირველ ნახევარში გაეცვნენ ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ მათი ვიზიტის შემდეგ მივიდა ადგილზე გამგებელი და დევნილთა სამინისტროს წარმომადგნელი.
    468 ნახვა
    29-07-2019, 13:21