GOGA.TV
ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება, ბანკში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს
  • ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება, ბანკში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს

    ბანკში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. ლარი ყოველდღიურად ანტირეკორდებს ხსნის.

    გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს, სულ რამდენიმე წუთში გაირკვევა. კურსი 17:00 საათზე გამოცხადდება. მანამდე კი ბაზარზე პანიკაა. ბიზნესი უკვე აანონსებს საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების მატებას.
    363 ნახვა
    30-07-2019, 08:57