GOGA.TV
ოსკარზე  5 ქართული ფილმი იქნება წარდგენილი
  • ოსკარზე 5 ქართული ფილმი იქნება წარდგენილი

    საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის 31 ივლისს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდება.

    წარდგენილი ფილმებია:

    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“
    გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“
    დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“

    გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან: ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე,
    თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენელი ნინო ანჯაფარიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნანა დოლიძე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი გიორგი ხარებავა, პროდიუსერი სულხან თურმანიძე, რეჟისორი ზურაბ ინაშვილი, დამდგმელი მხატვარი ანკა კალატოზიშვილი,
    კინოკრიტიკოსი სალომე კიკალეიშვილი, რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი, კინოკრიტიკოსი არჩილ შუბაშვილი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მსახიობი ნატა მურვანიძე.

    გამარჯვებული ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

    წყარო: tvalsazrisi.ge
    597 ნახვა
    30-07-2019, 23:14