GOGA.TV
  • საიდუმლო შეხვედრა ივანიშვილის რეზიდენციაში

    როგორ დაშლიან „რუსთავი 2“-ის ურჩ გუნდს - ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება.

    მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვერ მოახერხა, ახლა მიზნის მისაღწევად აქტიურ კონსულტაციებს მართავს. ცნობილია, რომ ივანიშვილს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა ამ დრომდე ძალიან აღიზიანებს.

    “presa,ge”-ს ინფორმაციით, ივანიშვილს შეკვეთილის რეზიდენციაში შეხვდნენ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი და პიარი, მაკო ბიგვავა. ინტერნეტ პორტალი წერს, რომ შეხვედრის მიზანი “რუსთავი2“-ის გუნდის დაშლა, ტელეკომპანიის “იმედის ტრენდზე” გადაყვანა და გუგუტიანთკარში განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის გადაფარვა იყო.

    „პირველი საკითხი უკავშირდებოდა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს, როგორ გადაიყვანონ იმედის ტრენდზე და დაიქვემდებარონ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

    მეორე საკითხი ეხებოდა, თუ როგორ გადაფარონ გუგუტიანთკარში მიმდინარე სამარცხვინო მცოცავი ოკუპაციის თემა, როცა ხელისუფლება დუმს სამარცხვინოდ და მოღალატეობრივად და მესამე საკითხი ეხებოდა როგორ დაიცვან მოღალატეობრივი ფილმის ავტორი ლალიაშვილი, რომელსაც უპირისპირდებიან იმედში ჟურნალისტები. ეს სამი თემა განიხილა ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან და წარადგინა მისი ხედვა, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები,“-ამბობს კაპანაძე.
    313 ნახვა
    19-08-2019, 11:48