GOGA.TV
  • როგორც ამბობენ, რუსთავი2-ს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ყიდულობს

    ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს," რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, გავრცელებული ინფორმაციით, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანიას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს.

    თუმცა, ჩხარტიშვილი ამას უარყოფს: "სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ აპირებს.

    „უკვე რომ ვიყიდეთ და გავყიდეთ არ იცით?... არა, არ ვყიდულობ, ტყუილია ყველაფერი“ - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი და ამბობს, რომ ამ თემაზე, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია.
    332 ნახვა
    19-08-2019, 13:22