GOGA.TV
თითქმის 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
  • თითქმის 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

    თითქმის 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მოწმის სტატუსით დაბარებულ დეპუტატს გამოკითხვის ოქიმისთვის ხელი არ მოუწერია, რადგან გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში ცვლილებების შეტანა სურს, მისი აზრის სწორი ფორმულირების მიზნით.

    საქმე ეხება პერიოდს, როცა გეგიძე საქართველოს ფოსტაში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუმცა თავად დეპუტატი სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს იმ გამოძიებას, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის წასვლიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, თუმცა სუს-ში ახლა დაიბარეს.

    გეგიძის თქმით, გაურკვეველია რას ედავებიან. ამიტომ ფიქრობს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რადგან ბოლო პერიოდში უმრავლესობის წევრი ღიად აკრიტიკებდა მმართველ გუნდს.
    369 ნახვა
    20-08-2019, 01:33