GOGA.TV
  • გუგუტიანთკარელები ხელისუფლებას მიმართავენ

    უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გუუტიანთკარში გრძელდება. რუსი სამხედროები რკინის ბოძებს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ აბრებს და მავთულხლართებს, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამონტაჟებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აქტიურ მოქმედებას და დახმარებას ითხოვე.

    გუგუტიანთკარელები ასევე მიმართავენ ისტორიკოსებს, ჩავიდნენ სოფელში, ჩაიტანონ სახელმწიფო რუკები და იქიდან ისაუბრონ მთელი მსოფლიოს გასაგებად, რომ რუსული მავთულხლართების მიღმა საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებია და რომ რუსეთი მცოცავი ოკუპაციით იტაცებს ამ სოფლებს.

    “ჩვენ რომ გვიფრიალებენ რუკებს, რა ღმერთი გვიწყრება? გაგვარკვიონ მაინც, გვითხრან, ან ხელისუფლებამ ან თვითონ ისტორიკოსი გამოვიდეს და თქვას, ჩვენ დოკუმენტები გვაქვს და ორი სიტყვა თქვან, რომ ეს ასე კი არ არის ასეა. მობრძანდით და ხალხს უთხარით თქვენი პროფესიონალური სიტყვა. დაარწმუნეთ, რომ ქვეყანა ახლა საფრთხეშია,“-მიმართავს ხელისუფლებას ადგილობრივი ნელი გუგუტიშვილი.

    ამ დრომდე უცნობია უკანონო ბორდერიზაციის შედეგად დარჩება თუ არა გუგუტიანთკარი სარწყავი სისტემის გარეშე. ასევე უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ახალუბნიდან გატაცებულ 8 ახალგაზრდას.
    300 ნახვა
    20-08-2019, 01:54