GOGA.TV
ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამაში ვერ დავეთანხმები
  • ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამაში ვერ დავეთანხმები

    შეცდომები შეიძლება ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, შეიძლება ქვეყანაში იყოს პრობლემები ბევრი მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის უმრავლესობის წევრ ბიძინა გეგიძეს.

    "მისი განცხადებები არ მომისმენია, ამიტომ შეფასებების გაკეთება გამიჭირდება. ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამაში ვერ დავეთანხმები. ეს არის აბსურდი და მოგონილი. ამას სისულელეს დავარქმევდი. 2012 წლის მერე რა ცვლილებები და მიდგომები განხორციელდა და პარტია "ქართულმა ოცნებამ" რაც გააკეთა, არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, შეცდომები შეიძლება ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, შეიძლება ქვეყანაში იყოს პრობლემები ბევრი მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი და გაცილებით კომფორტული. ქვეყნაში იყოს მეტი კეთილდღეობა, რომელიც უნდა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

    გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუ იქნება მსჯელობა, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია",- განაცხადა კალაძემ.

    „ქართული ოცნების“ წევრმა ბიძინა გეგიძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას,სადაც საუბარია სამართლიანობასა და თავისუფლებაზე.
    380 ნახვა
    26-08-2019, 10:42