GOGA.TV
თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება....... თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი
  • თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება....... თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი

    „თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება, როგორც კი მუხლებიდან წამოდგომას შეეცდებით, თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი.
    წერს ვრცელ პოსტს სოციალურ გვერდში, „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე:

    „რუსთავი 2-ის ოკუპაციით გახარებული ბრიყვებო;

    ტვ პირველზე შეტევით აღფრთოვანებულო კომფორმისტებო;

    ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული დევნით შეშინებულო და ბუჩქებში ჩამალულო ბიზნესმენებო;

    დადუმებულო ჩინოვნიკებო;

    მოღლიცინე შუაშისტებო;

    რეჟიმით მოსარგებლე მედროვეებო;

    ფინანსური კეთილდღეობით ყურებდახშობილო "არავისტებო";

    "პოლიტიკაში არ ვერევი" მიამიტებო;

    გამპრავებელო "მაგრამისტებო";

    "მაინც ვერ მოვერევით" პესიმისტებო;

    "ინწელიგენტებო";

    შემგუებლებო;

    პეპლებსა და ყვავილებზე მოსაუბრე სნობებო;

    სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეებო...

    ნაცისტურ გერმანიაში მცხოვრებმა პასტორმა წლების წინ დაწერა:

    "როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.

    როცა ებრაელებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვიყავი.

    როცა პროფკავშირებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი,

    როცა კათოლიკეებზე გადავიდნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი.

    შემდეგ მე მომადგნენ, მაგრამ ხმის ამომღები აღარავინ დარჩენილიყო"...

    P.S: ხოდა, თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება, როგორც კი მუხლებიდან წამოდგომას შეეცდებით, თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი - ტკბობაში გადავარდნილ და რეჟიმით კმაყოფილ ობერ ქოცებსაც კი, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება, ძალიან გვიანი...“
    324 ნახვა
    28-08-2019, 09:26