GOGA.TV
  • თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მწვავე კითხვები დაისვა

    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის პირველი გამომსვლელები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

    ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მკაცრი განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის წევრებმა. მათ პროტესტი გამოთქვეს პრემიერად გიორგი გახარიას დანიშვნაზე და ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს. თავის მხრივ, ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობაზე ილაპარაკა არჩილ თალაკვაძემ.
    379 ნახვა
    9-09-2019, 10:45