GOGA.TV
გეგუთში, სასახლის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს
  • გეგუთში, სასახლის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს

    გეგუთში, სასახლის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში, ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ, საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის გეგმა, მხარეთა თანამშრომლობის საფუძველზე წარიმართება.

    დოკუმენტს ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აწერენ. ორი ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა თებერვლიდან დაფუძნდა. ის საქართველოსა და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივ კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
    406 ნახვა
    14-09-2019, 09:10