GOGA.TV
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მუშა დაიღუპა
  • თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მუშა დაიღუპა

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ერთი მუშა, რომელიც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

    არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

    გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
    350 ნახვა
    15-09-2019, 10:16