GOGA.TV
ზესტაფონში, ორი მცირეწლოვანი დედასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს
  • ზესტაფონში, ორი მცირეწლოვანი დედასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

    ზესტაფონში, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები დღეს დილით, მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

    ამ წუთებში, გარდაცვლილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
    472 ნახვა
    16-09-2019, 14:14