GOGA.TV
ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
  • ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

    ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ. 30 წლის მამაკაცს დაავადება, სავარაუდოდ, საქონლისგან გადაედო. შემთხვევა ასპინძაში მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავდაპირველად ახალციხის კლინიკას მიმართა, მოგვიანებით კი ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
    431 ნახვა
    16-09-2019, 14:18