GOGA.TV
  • შვეიცარია და საქართველო მიგრაციის კუთხით თანამშრომლობას აძლიერებენ

    შვეიცარია და საქართველო მიგრაციის კუთხით თანამშრომლობას აძლიერებენ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მისი თქმით, 2018 წლიდან შვეიცარიაში საქართველო, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით მე-5 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არ აქვთ.

    როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, შვეიცარიამ და საქართველომ განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიება აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად და ამ მიმართულებით განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.
    337 ნახვა
    17-09-2019, 09:03