GOGA.TV
სადავო შეწყალებების თემაზე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვები გრძელდება
  • სადავო შეწყალებების თემაზე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვები გრძელდება

    სადავო შეწყალებების თემაზე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვები გრძელდება. რამდენიმე საათში გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს. ანგი ხუციშვილი საგამოძიებო ორგანოში დღეს, 12 საათზეა დაბარებული.

    სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით დაიბარეს. პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილით მას შემდეგ დაინტერესდა რაც მისი სახელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ხმაურიან შეწყალების საქმეს უშუალოდ დაუკავშირა.

    როგორც დიმიტრი გაბუნიას განმარტავს, მას უშუალოდ ანგი ხუციშვილი არ დაუსახელებია, თუმცა ადასტურებს, რომ პატიმართა შეწყალებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სწორედ ის კურირებს.

    შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

    სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
    292 ნახვა
    26-09-2019, 00:25