GOGA.TV
სტამბოლში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს
  • სტამბოლში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს

    თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.

    „დღეს, თურქეთის დროით 14:00 საათზე ქ.სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და ქ.სტამბოლის მერის განცხადებით მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

    ქ.სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე : +90 541 818 44 00“- აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.
    369 ნახვა
    26-09-2019, 08:45