GOGA.TV
დაირღვა რეგლამენტი, რაზეც რეაგირება აუცილებლად იქნება - მმართველი გუნდი ბესელიას ქმედებაზე
  • დაირღვა რეგლამენტი, რაზეც რეაგირება აუცილებლად იქნება - მმართველი გუნდი ბესელიას ქმედებაზე

    "ქართული ოცნება" ეკა ბესელიას დასასჯელად ემზადება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ იურიდიულ კომიტეტზე გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო დაირღვა რეგლამენტი, რაზეც რეაგირება აუცილებლად იქნება. საკითხის დაყენება გენდერულ და ეთიკის საბჭოებშიც იგეგმება.

    "ადამიანი, რომელიც არის პარლამენტის წევრის მანდატის მატარებელი, თავს ესხმის ადამიანს და იქცევა ისე, როგორც ყველამ ნახა, ეს არის რეგლამენტის დარღვევა და ლოგიკურია, რომ ამ ყველაფერს ექნება რეაგირება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა გუშინ კომიტეტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

    თავად ეკა ბესელია საკუთარ ქმედებას ვანო ზარდიაშვილის მიერ მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის პროპორციულად მიიჩნევს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
    314 ნახვა
    27-09-2019, 00:07