GOGA.TV
  • ლაშა ტალახაძემ ტაილანდში მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ გამარჯვება გმირებს მიუძღვნა

    27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტაილანდში მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ გამარჯვება გმირებს მიუძღვნა, რომლებმაც თავი საქართველოს მთლიანობას შეწირეს.

    შეგახსენებთ, ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მორიგი წარმატება მოიპოვა.

    ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
    341 ნახვა
    27-09-2019, 09:58