GOGA.TV
ჰონგ-კონგში დემოსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა
  • ჰონგ-კონგში დემოსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

    ჰონგ-კონგში დემოსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. დაჭრილია მოზარდი, ის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰონგ-კონგში დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დღესაც შეტაკებებში გადაიზარდა.

    პოლიცია მომიტინგეების დაშლას ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების საშუალებით ცდილობს. შეტაკებების დროს დაზარალდნენ ჟურნალისტები. სამართალდამცავებმა 51 პირი ეგრედ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ბრალდებით დააკავა.

    შეტაკებები ჰონგ კონგში ჩინეთის კომუნისტური მართველობის 70 წლისთავის დღესასწაულის აღნიშვნის პარალელურად მიდის
    375 ნახვა
    1-10-2019, 11:30