GOGA.TV
უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარეს
  • უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    "ფორმულა კრეატივის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომლები მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს, 18:00-დან 19:00 საათამდე, უნდა გამოცხადდნენ.

    პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
    413 ნახვა
    3-10-2019, 09:32