GOGA.TV
გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს
  • გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს

    გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების შესახებ გავრცელებული ახალი სკანდალური ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

    გახარიას თქმით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება, ისევე როგორც მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულის, რომელსაც ნახევარი არ აქვს მოხდილი:

    "შეწყალების სისტემა, ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს. ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია. ისევე როგორც მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულის, რომელსაც ნახევარი არ აქვს მოხდილი. საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
    353 ნახვა
    5-10-2019, 09:48