GOGA.TV
კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
  • კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

    კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვას მოქალაქეები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

    კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, საიდანაც ის ტაშით გამოასვენეს. დაკრძალვის ცერემონიალის დროს, ლეგენდარული კომპოზიტორის პატივსაცემად, მისივე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟღერდა.

    კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    334 ნახვა
    5-10-2019, 09:56