GOGA.TV
პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს
  • პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს

    პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. გოცირიძე დეპუტატობისთვის უკვე ემზადება. ის ამჟამად კერძო სექტორშია დასაქმებული, მისი მეუღლე კი საკრებულოს წევრია.

    "ჩემი თავსებადობა რომ არ ყოფილიყო "ქართულ ოცნებასთან" მაგ სიაში მე არ მოვხვდებოდი. წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრია, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ბევრი რამე გაკეთდა, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ და ისე არ ავწევ ხელს არაფერზე მერე რომ შემრცხვეს,"- ამბობს თემურ გოცირიძე.

    პროპორციულ სიაში ზარდიაშვილის შემდეგ თბილისის საკრებულოს დეპუტატი - ირაკლი ზარქუა იყო, თუმცა მან საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ და სწორედ ამის შემდეგ დაიკავებს დეპუტატის სავარძელს თემურ გოცირიძე.
    394 ნახვა
    8-10-2019, 00:36