GOGA.TV
ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ორგანოდან წასვლის მიზეზად პოლიტოლოგები წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებენ
  • ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ორგანოდან წასვლის მიზეზად პოლიტოლოგები წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებენ

    ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ორგანოდან წასვლის მიზეზად პოლიტოლოგები წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნება" იმიჯის გადარჩენას და საზოგადოებისთვის ნეგატიური პიროვნებების თავიდან არიდებას ცდილობს.

    "ქართული ოცნება" ხვდება, რომ ისედაც ბევრი ნეგატივი აქვს დაგროვილი მეშვიდე წელს მმართველობიდან და საარჩევნოდ ეცდება, რომ გაწმინდოს, თუმცა ეს არ იყო გეგმიური წმენდა, გეგმიური წმენდა ალბათ უფრო წლის ბოლოს იქნება,"- აცხადებს "კურიერთან" სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

    "ზარდიაშვილის მანდატის დატოვება არის პირველი ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი იმიჯის გადატვირთვისთვის ემზადება, უფრო მეტიც, დაიწყო საკუთარი იმიჯის გადატვირთვა,"- ამბობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

    ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატის მანდატის დატოვება ზარდიაშვილის პირადი გადაწყვეტილება არ არის.
    385 ნახვა
    8-10-2019, 00:56