GOGA.TV
რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს სწავლებაზე პოსტსაბჭოთა ლიდერებს ერთიანი ძალებით პასუხის გაცემა მოსთხოვა
  • რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს სწავლებაზე პოსტსაბჭოთა ლიდერებს ერთიანი ძალებით პასუხის გაცემა მოსთხოვა

    "მავნეა მაგრამ მშვიდად შევხვდებით" -პუტინი რუსეთის საზღვრების სიახლოვეს დაგეგმილ ნატოს მასშტაბურ წვრთნებზე შეშფოთებას გამოთქვამს.

    რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს სწავლებაზე პოსტსაბჭოთა ლიდერებს ერთიანი ძალებით პასუხის გაცემა მოსთხოვა.

    მოწოდება რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ს ლიდერთა სამიტზე გააკეთა. თანამეგობრობის სამიტი აშხაბადში მიმდინარეობს, მას არ ესწრება უკრაინის პრეზიდენტი.

    ნატოს წვრთნები 2020 წლის გაზაფხულზე ევროპის ტერიტორიაზე ჩატარდება. მასში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.
    344 ნახვა
    11-10-2019, 10:09