GOGA.TV
82 წლის ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
  • 82 წლის ნათლულის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

    ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობასთან დაკავშირებით პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რადგან ბრალდებულ ლერი ლომაშვილის მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.

    ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცი 400 ლარის გამო მოკლა. მისი თქმით, მოკლული პერიოდულად ფულის სესხებას სთხოვდა და შემდეგ ამ ვალს აღარ უბრუნებდა. ხანდაზნმული განზრახ მკვლელობას უარყოფს და აცხადებს, რომ მოკლული მისი სამსახურეობრივი პოზიციის დაკავებას ითხოვდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და მოკლულის მირონით ნათესაობის შესახებ არ დასტურდება. ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ნაცნობები იყვნენ.

    82 წლის მამაკაცს 7დან-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
    389 ნახვა
    11-10-2019, 10:14