GOGA.TV
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოზურგეთის ჩაის პლანტაცია მოინახულა
  • საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოზურგეთის ჩაის პლანტაცია მოინახულა

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩაის პლანტაცია მოინახულა.

    კოოპერატივი "ნაგომარი" რომელიც 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა, ENPARD-ის დახმარებით საჭირო დანადგარებისა და ჩაის პლანტაციის შეძენა შეძლო, რამაც კომპანიას წარმადობის რაოდენობის 13 ტონამდე გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

    "გურიაში ჩაის ეს პლანტაციები ძალიან შთამბეჭდავია. ეს არის ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივისგან ერთ- ერთი. ჩაი საფირმო ნიშანია გურიის. მთელი ენერგია, რომლითაც ეს ყველაფერია გაკეთებული, ძალიან შთამბეჭდავია. იმედი მაქვს, რომ ის არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე, ექსპორტზეც გავა, მათ შორის ევროპის ბაზარზეც," – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
    340 ნახვა
    12-10-2019, 09:14