GOGA.TV
ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები
  • ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები

    პარლამენტში, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებული კანდიდატის მოსმენა დაიწყო. გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დეპუტატების წინაშე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მიმდინარეობს. ლილუაშვილმა სხდომის დაწყების წინ, სანამ დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, საკუთარი ხედვები წარმოადგინა.

    სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატმა უსაფრთხოების კუთხით, მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საქართველოზეც ახდენს გავლენას. ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

    "მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეიარაღებულ კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვადასხვა კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო. ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე," - განაცხადა ლილუაშვილმა.
    342 ნახვა
    16-10-2019, 09:01