GOGA.TV
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა
  • ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

    ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

    პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძე მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა მაღაროს გვირაბში მოხდა, თუმცა, პაატა სამხარაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის დეტალები მისთვისაც უცნობია.

    "კურიერის" ინფორმაციით ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
    387 ნახვა
    17-10-2019, 23:53