GOGA.TV
ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს
  • ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს

    ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს -
    ამის მიზეზად კი შაკო ბარამიძის "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარობა სახელდება.

    წესის აგებაზე უარის გამო 5 ნოემბერს, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ დაუკრძალავთ - ოჯახს კიდევ აქვს იმედი, რომ ნახავს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც გარდაცვლილს წესს აუგებს.

    "ყველა იმ მართლმადიდებლური სასულიერო პირისგან, რომელთაც მათ მიმართეს - უარი მიიღეს, რადგან ეს ადამიანი იყო "ბიბლიური თავისუფლების" წევრი," - განაცხადა "ბიბლიური თავისუფლების" მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ.

    "ბიბლიური თავისუფლება" "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა.
    822 ნახვა
    12-11-2019, 00:36