GOGA.TV
რატომ ისაუბრა პრემიერმა რუსულად სუამ-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე
  • რატომ ისაუბრა პრემიერმა რუსულად სუამ-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე

    მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ განაცხადა.

    ჩიქოვანმა განმარტა, რატომ ისაუბრა კიევში გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსულად.

    "ვფიქრობ, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე," – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
    370 ნახვა
    13-12-2019, 09:55