GOGA.TV
15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული
  • 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

    15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

    მარიანა ჩოლოიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელთან სასწრაფო დახმარების გამოძახება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, დღის ბოლოს გამართული, ბრიფინგის პარალელურად გახდა საჭირო. ლონდა თოლორაიას თქმით, გამომძიებლის წინააღმდეგ საქმე ჩვენების მიცემის იძულების მუხლით არის აღძრული.

    ინსპექტორის სამსახურში გვიანობამდე გაგრძელდა სხვა გამომძიებლების გამოკითხვაც. მათ უწყება კომენტარის გარეშე დატოვეს.

    მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.
    395 ნახვა
    17-12-2019, 23:33