GOGA.TV
აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორის, 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორისაა არასრულწლოვანიც.

    ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და #82 სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

    ერთ-ერთი მგზავრი ქალი, უშუალოდ, ავარიისას, კიდევ ერთი კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
    318 ნახვა
    19-12-2019, 09:19