GOGA.TV
საქართველოს დელეგაცია აშშ-ში კონგრესმენ კიზინგერს შეხვდა, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილის ავტორს
  • საქართველოს დელეგაცია აშშ-ში კონგრესმენ კიზინგერს შეხვდა, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილის ავტორს

    აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ.

    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის და აშშ-ის კონგრესის წევრების წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

    "რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, მასში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერის და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველა ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას. რადიკალური ოპოზიციის მიერ, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების, დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართული მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
    351 ნახვა
    19-12-2019, 10:53