GOGA.TV
ცოტნე გამსახურდიას სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს
  • ცოტნე გამსახურდიას სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს

    ცოტნე გამსახურდიას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. როგორც "კურიერთან" ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, გამსახურდიას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.

    საქმეზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ, ვაკის რაიონში მოხდა.

    კურიერის ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობები, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული.
    412 ნახვა
    19-12-2019, 14:23