GOGA.TV
ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს 2020 წელს გრანდიოზული ცვლილებები ელოდება
  • ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს 2020 წელს გრანდიოზული ცვლილებები ელოდება

    იღბლიანებო, დატკბით ვარკვლავების კეთილგანწყობით!

    კურო
    თქვენ ილტვით სტაბილურობისა და გარკვეული წესრიგისაკენ, თუმცაღა 2020 წელს ამ ყველაფრის კონტროლირება შეუძლებელი იქნება. დროა, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. არ ინერვიულოთ, 2020 წელი გაგამხიარულებთ.
    მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის. გჯეროდეთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ცხოვრება ისე შეიცვლება, როგორც არასდროს. გააღეთ გულის კარი ახალი ადამიანებისთვის. სამყარომ ბევრი სიურპრიზები მოგიმზადათ!

    მორიელი

    2019 წელი საკმაოდ მძიმე იყო მორიელისთვის. შემდეგ წელს თქვენ გელოდებათ რომანტიკული ურთიერთობები. ურანის და ნეპტუნის ზემოქმედება საკმაოდ ზემოთ სწევს წარმატებისა და სიყვარულის შანსებს.
    დაელოდეთ 2020 წლის მარტს. იყავით მომთმენი და ვარსკვლავები დაგასაჩუქრებენ. დიდი ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, ვინც გარშემო გახვევიათ.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნები ცნობილები არიან თავიანთი ავანტიურისა და თავისუფლებისკენ მიდრეკილებით. მაგრამ შემდეგი წელი კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და ხედვას.
    მარტოხელებს მოესურვილებათ იყვნენ ვინმესთან და ჰქონდეთ ურთიერთობა. განსაკუთრებით ეს სურვილი მათ გაუმძაფრდებათ ივნისსა და ნოემბერში. გარისკეთ და გადადგით ნაბიჯი.

    თხის რქა

    თხის რქებო, მოემზადეთ საკმაოდ სავსე და კარგი წლისთვის! თქვენ გელოდებათ დიდი ცვლილებები უკვე იანვრიდან. კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები.
    იანვარსა და ივნისში თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, დაშორდეთ იმ ადამიანებს, ვინც არაფერ კარგს არ მოგიტანთ ცხოვრებაში.

    თევზები

    გასულ წელს თქვენ დიდ ყურადღებას უთმობდით პიროვნულ ზრდას და კარიერას. ეს ტენდენცია გაგრძელდება 2020 წელს. დაბნელების ენერგიები, რომელიც მოხდება იანვარში, ივნისსა და ივლისში, გავლენას იქონიებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომელიც ამ თვეებში მოგეცემათ. ფოკუსირდით თქვენს ოცნებებზე, ისინი რელობად იქცევა 2020 წლის ბოლომდე!
    422 ნახვა
    24-12-2019, 00:02