GOGA.TV
იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის
  • იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის

    ენერ­გი­ის წყა­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გახ­დე­ბა. ფორ­ტუ­ნა თქვენ მხა­რე­საა და შე­გიძ­ლი­ათ, ცო­ტა­თი გა­რის­კოთ და "გი­ჟუ­რი" იდე­ე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. წლის და­სა­წყი­სი კარ­გი პე­რი­ო­დია მე­ოც­ნე­ბე ნიშ­ნე­ბის­თვის. ჩა­მო­წე­რეთ რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გსურთ და ამოქ­მედ­დით. ეცა­დეთ, სურ­ვი­ლე­ბი რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს იყოს და თა­ვა­დაც თა­მა­მად შე­უდ­გეთ მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

    ზო­გი­ერთს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ელის. რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ცხოვ­რე­ბა­ში უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. ზო­გი­ერ­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. ეცა­დეთ, რჩე­ვა გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს ჰკი­თხოთ, ოჯახ­ში, უხუ­ცეს ნა­თე­სა­ვებს და­ე­კი­თხოთ. შუა იან­ვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დია ნა­თე­სა­ვებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის.

    თვის ბო­ლოს მე­ტად სენ­ტი­მენ­ტა­ლი­რი გახ­დე­ბით და დახ­მა­რე­ბის ხელს გა­უწ­ვდით ყვე­ლას, ვინც გთხოვთ. ეცა­დეთ, მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ და ვინ­მემ ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლოს თქვე­ნი სი­კე­თით. და­ეხ­მა­რეთ პირ­ველ რიგ­ში მათ, ვინც ადრე თქვენც დაგ­ხმა­რე­ბი­ათ.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

    დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს უნდა გა­ებ­რძო­ლოთ. წინ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე და შეკ­ვე­თა გე­ლით. მთა­ვა­რია. იყოთ მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. აგ­რეთ­ვე, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან.

    წარ­მა­ტე­ბა გე­ლით სამ­სა­ხურ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დე­ბათ, მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით კი მდი­და­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბით. საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას ბავ­შვი­ვით მი­უ­დე­ქით - სიყ­ვა­რუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა არ მო­აკ­ლოთ. ჩა­დეთ მას­ში მთე­ლი თქვე­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი. უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად მი­უ­დე­ქით. არ გა­მო­გი­ვი­დათ ამ ჯერ­ზე, შემ­დეგ­ზე გა­მო­გი­ვათ.

    იყა­ვით ღი­მი­ლი­ა­ნი და ეცა­დე, ღი­მი­ლი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ია­რა­ღად. გა­რის­კეთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეთ კონ­კურ­სებ­ში, სა­დაც შეძ­ლებთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნას. თუ კარ­გად იმუ­შა­ვებთ, სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა "თვის სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრომ­ლის" სტა­ტუ­სი მი­ი­ღოთ.

    და­აკ­ვირ­დით ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია უბ­რა­ლო სა­უბ­რის დროს გა­ამ­ჟღავ­ნოს. სწო­რედ ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბის­გან შეძ­ლებთ დას­კვნის გა­მო­ტა­ნას და საქ­მე­ე­ბის უკეთ წარ­მარ­თვას. თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ, სა­კუ­თა­რი თავი ახალ საქ­მე­შიც გა­მოს­ცა­დეთ. ეს კი­დევ უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რომ გან­ვი­თარ­დეთ. უ კარ­გად მუ­შა­ვებთ, მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბით. უფრო მე­ტიც, თუ ფულს მო­ზო­მი­ლად და­ხარ­ჯავთ, თვის ბო­ლოს ვა­ლე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა

    პლა­ნე­ტე­ბი ისე გან­ლაგ­დე­ბი­ან, რომ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ შე­უქ­მნან. ნუ გე­ში­ნი­ათ, თუ გაფრ­თხილ­დე­ბით არც ტრავ­მას მი­ი­ღებთ და ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გა­ნაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით. მე­ტად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. და­კავ­დით ფიტ­ნე­სით, თუ სპორ­დარ­ბაზ­ში ვერ ჩა­ე­წე­რე­ბით, შინ ივარ­ჯი­შეთ.

    ნუ უც­დე­ბით ყვე­ლა მოვ­ლე­ნის დრა­მა­ტი­ზე­ბას, რო­გორც ეს გჩ­ვე­ვი­ათ ხოლ­მე. ნუ შექ­მნით პრობ­ლე­მებს იქ, სა­დაც ისი­ნი არაა. შე­გიძ­ლი­ათ, ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მა­ინც ჩა­ე­წე­როთ და დარ­წმუნ­დეთ, რომ არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ გე­მუქ­რე­ბათ.

    თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა კუნ­თე­ბი­სად­მი დაგ­ჭირ­დეთ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა. ეცა­დეთ, არ გა­და­იტ­ვირ­თოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის დროს. ჩა­ი­ტა­რეთ მა­სა­ჟის კურ­სი. აირ­ჩი­ეთ თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

    არა­ფე­რი შე­გიშ­ლით ხელს, რომ მყა­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი შექ­მნათ თქვე­ნი სიმ­პა­თი­ის ობი­ექტთან. მიხ­ვდე­ბით, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ფა­სებთ, უყ­ვარ­ხართ და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ გვერ­დით ყოფ­ნა. თუ გრძნობთ, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ გულ­წრფე­ლი გრძნო­ბა გა­კავ­ში­რებთ, და­ქორ­წი­ნე­ბას ნუ­ღარ გა­და­დებთ.

    მარ­ტო­ხე­ლა ქალი თევ­ზე­ბი ხში­რად უნდა და­ეს­წროთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. სწო­რედ ასეთ ად­გი­ლას - თე­ატ­რში, გა­მო­ფე­ნა­ზე და კონ­ცერ­ტზე - შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ თქვენს ბედს. ღი­მი­ლი და ფლირ­ტი კი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

    თუ თქვე­ნი გული და­კა­ვე­ბუ­ლია, გა­მო­რი­ცხეთ ის მო­მენ­ტი, რომ გვერ­დზე გა­ა­ბათ რო­მა­ნი. ამით გულს ატ­კენთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. უმ­ჯო­ბე­სია, მე­უღ­ლეს­თან გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მას ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობთ და თქვენ­ზე უკეთ არა­ვინ იცის, რა ესი­ა­მოვ­ნე­ბა, მო­უ­წყვეთ სი­ურპრი­ზი.

    გა­მო­ნა­ხეთ დრო, რათა ხში­რად შეხ­ვდეთ ნა­თე­სა­ვებს. გან­სა­კუთ­რე­ბით დებ­სა და ძმებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ თხის რქას­თან, მო­რი­ელ­თან და ჰა­ე­რის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბა. ნუ დარ­ჩე­ბით სახ­ლში, ხში­რად და­ეს­წა­რით წვე­უ­ლე­ბებს, იმ­ხი­ა­რუ­ლეთ კო­ლე­გებ­თან ერ­თად. ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად გან­მარ­ტო­ვით, გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ ფიქ­რებ­ში.

    იან­ვა­რი სა­უ­კე­თე­სი თვეა, რათა გახ­დეთ მშო­ბე­ლი, ან და­გეგ­მოთ შვი­ლის და­ბა­დე­ბა. ეს თვე სა­უ­კე­თე­სოა ჩა­სახ­ვის­თვის.

    იან­ვრის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 5, 14 და 15.
    წყარო: ambebi.ge/astrology
    511 ნახვა
    26-12-2019, 00:09