GOGA.TV
როგორ რთავენ ნაძვის ხეს ზოდიაქოს ნიშნები
  • როგორ რთავენ ნაძვის ხეს ზოდიაქოს ნიშნები

    ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. საინტერესოა, როგორ რთავენ დღესასწაულის მთავარ ატრიბუტს ზოდიაქოს ნიშნები...

    ვერძისთვის მთავარია, ყველაფერი კლასიკური და ლამაზი იყოს. ნაძვის ხეზე უამრავ წითელ და ოქროსფერ სათამაშოს ჩამოჰკიდებს. ასე იქცევა მირანდა კერი, ზოდიაქოთი ვერძი. არ დაგავიწყდეთ ნაძვის ხეზე ოქროსფერი ვარსკვლავის განთავსება.


    კუროს უყვარს, რომ ყველაფერი რომანტიკული იყოს. მას ურჩევნია, ნაძვის ხე ყვავილებით (ცოცხალი ყვავილებითაც) მორთოს. ისინი შეიძლება იყოს აბრეშუმის ან ნაზი ფერების. შეუძლიათ ბავშვობა გაიხსენონ და ყვავილები მუყაოსგან ან ლენტისგან თავად გააკეთონ.


    ტყუპს ყურადღების
    ცენტრში ყოფნა მოსწონს და არ გაგიკვირდეთ, თუ ნაძვის ხეზე რაღაც ორიგინალურს მიამაგრებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყუპებს ძალიან უყვართ წერა და მოგზაურობა, დეკორისთვის შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ფერის კალმები, ბლოკნოტები ან მოგზაურობისთვის საჭირო საგნები.


    კირჩხიბისთვის მთავარი ღირებულება ოჯახური ტრადიციებია. ნაძვის ხეზე შეიძლება საგვარეულო რელიკვია დაამაგროს ან ბებიის ნაქონი სათამაშოები. მისთვის თანამედროვე ნაძვის ხე მოსაწონი არასდროს იქნება. მოეწონება ის, რომელიც მშობლებმა დაუტოვეს და რომელიც საოჯახო ისტორიასთანაა დაკავშირებული.


    ლომის ნაძვის ხე ორიგინალური და მდიდრული უნდა იყოს. შეიძლება მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირებიც კი ჩამოჰკიდოს ნაძვის ხეზე ან დიზაინერს სპეციალურად მისთვის შეუკვეთოს სათამაშოები.


    ქალწული სადა და ზოგჯერ მკაცრიცაა. ნაძვის ხეს ან საერთოდ არ მორთავს, არ მინიმალისტურად.


    სასწორს უყვარს ყველაფერი ლამაზი, ხელნაკეთი. შეიძლება ნაძვის ხე კლასიკური დიზაინერული ან ძველებული სათამაშოებით მორთოს.


    მორიელის ნაძვის ხეზე იქნება ყველაფერი - სათამაშოები, "წვიმა", დეკორი, ხის ქვეშ სათამაშოები, გირლანდა და ა.შ.


    ავანტიურული მშვილდოსანი ნაძვის ხესაც თავისი ხასიათის მიხედვით მორთავს. ეს შეიძლება იყოს უჩვეულო ფორმის სათამაშოები, ხელოვნური ყვავილები, არქიტექტურული დეკორი და ყველაფერი მკვეთრი და თვალშისაცემი ფერის აქსესუარი.


    თხის რქას ყველაფერში მინიმალისტობა უყვარს. ბრჭყვიალა, წითელი და ოქროსფერი მისი სტიქია არაა. მისი ნაძვის ხე შეიძლება იყოს ან მწვანე, ან ვერცხლისფერი (სხვათა შორის, ასეთი ნაძვის ხე წელს ყველაზე აქტუალურია). სათამაშოები იყოს ერთიოროლა ან საერთოდ არ იყოს.


    ჰაეროვანი მერწყულისთვის ახალი წელი ნათელ და კეთილ დღესასწაულთან ასოცირდება. სათამაშოებს თეთრს ან ოქროსფერს აარჩევს, უფრო გამჭვირვალეს, რომელსაც თავად მორთავს.


    შემოქმედებითი თევზები კრეატივსა და ექსპერიმენტებს არ უშინდებიან. ნაძვის ხე შეიძლება ტრადიციული ან ორიგინალური მეთოდით მორთონ. მათთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს სანთლები ქმნის. ამიტომ, დეკორისთვის უამრავს და სხვადასხვა ფერისას გამოიყენებს.
    420 ნახვა
    28-12-2019, 00:17