GOGA.TV
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნები
  • როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნები

    თუ გრძელი პროგნოზების კითხვა არ გიყვართ, ეს სტატია თქვენთვისაა. გაიგეთ, როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნები.

    ვერძი ცნობილი "ტუსოვშიკია". მეგობრებთან ერთად ქალაქის ყველაზე ხმაურიან ადგილს მიაკითხავს და ყველაზე კარგად თავად გაერთობა. თუ ცოტა დალია, შეიძლება სცენაზეც კი აღმოჩნდეს.

    კუროს ხმაურიან და უცხო ადგილას ვერ წაიყვანთ. მას ოჯახური სიმყუდროვე და დღესასწაულის ნათესავების გვერდით აღნიშვნა ყველაფერს ურჩევნია.

    ტყუპს ყველაზე კარგად ლაპარაკი გამოსდის. თავბრუს დაახვევენ ნაცნობებსა და უცნობებსაც. შეიძლება ცოტა ტყუილებიც გაურიონ. მერე რა მოხდა, თუ ასე უფრო
    ხატოვნად აღწერენ მოვლენებს?! მეგობრების გვერდით ყოფნა ყველაფერს ურჩევნიათ, შეიძლება რამდენიმე დღე კი არ მივიდნენ შინ.

    კირჩხიბი უამრავ გემრიელ კერძს და დესერტს მოამზადებს. ოჯახის წევრებთან ერთად შინ ნათესავებს მიიწვევს და ეცდება, არავინ დარჩეს უჭმელი. გასართობად კი შეიძლება ლოტოს თამაში შემოგთავაზოთ ან რეტროფილმების ყურება.

    ლომი სახლში ან რესტორანში მდიდრულ წვეულებას მოაწყობს. მის გარშემო ყველაფერი ელეგანტური და დახვეწილი უნდა იყოს, მდიდრულად ბრწყინავდეს. ადვილად ჩაერთვება სხვადასხვა კონკურსში, რათა ყველას დაანახვოს თავის ნიჭიერება.

    ქალწულისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად აღნიშნავს ახალ წელს. მთავარია, ყველაფერი იდეალურად და სუფთად იყოს. გემრიელად მომზადებულ კერძებს სუფრაზე სიმეტრიულად დაალაგებს და ეცდება, ყველა ასიამოვნოს.

    ესთეტი სასწორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ურჩევნია, ჭიქა ღვინო დალიოს, სასუსნავი მიირთვას და მთელი ღამე საინტერესო ადამიანს ესაუბროს. ნაცნობი იქნება ეს ადამიანი თუ უცნობი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

    მორიელს სიახლეები ხიბლავს. შეიძლება კარაოკე-კლუბშიც კი აღმოჩნდეს. მთავარია, გვერდით მისნაირი გადარეული მეგობრები ჰყავდეს, ორიგინალური იდეების განხორციელება რომ არ გაუჭირდეს.

    მშვილდოსანი ცდილობს, ყველგან ადრენალი მიიღოს. არც ჭამა უნდა, არც დალევა (თუმცა, ამ უკანასკნელზე იშვიათად ამბობს უარს), ოღონდ თავგადასავლებში გაეხვიოს. ახალი წლის ღამე შეიძლება პოლიციის განყოფილებაშიც კი გაატაროს, მთავარ მოედანზე არაშესაფერისი მოქცევისთვის.

    თხის რქამ წინასწარ იცის, რას იყიდის, რას მოამზადებს, ვის დაპატიჟებს და სად დადგამს მორთულ ნაძვის ხეს. ამისთვის ერთი კვირით ადრე შეადგენს სიას. მასთან მისული კი არც ერთი სტუმარი არ იგრძნობს იმედგაცრუებას. თუმცა, სახლში დროზე რომ უნდა წავიდნენ, შეიძლება ესეც შეახსენოს მხიარულებაში გართულ სტუმრებს.

    მერწყული სადილების მომზადებაზე დროს არ დახარჯავს. ურჩევნია, ყველაფერი უახლოეს რესტორანში შეუკვეთოს. მისთვის მთავარი სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაა. ამიტომ ურჩევნია, რომ თავად წავიდეს სტუმრად ერთ ან მეორე ოჯახში ან ერთ ღამეში რამდენიმე ოჯახსაც ეწვიოს.

    თევზებისთვის სახლში რომანტიკული განწყობის შექმნა და საყვარელ ადამიანთან ჩახუტება ყველაზე დიდი სიამოვნებაა. თუ თევზები შეყვარებულები არ არიან, ურჩევნიათ ან მეგობრებთან ერთად წავიდნენ მთავარ მოედანზე სამხიარულოდ, ან კარგად გამოთვრნენ.
    504 ნახვა
    30-12-2019, 00:04