GOGA.TV
  • 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

    ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია კორონავირუსრით დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ შორის, 80 წელს გადაცილებული პაციენტი, რომელსაც სხვა მძიმე თანმხლები დაავადებაც აღენიშნება.

    "40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან, ჩვენთან 32-ია. ამ 32 -დან ვამბობთ, რომ ერთი გაწერილია ბინაზე მაგრამ რაოდენობრივად ითვლება. ამ ეტაპზე, ჩვენთანა არის 31 პაციენტი. ამ 31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური. მათ გარკვეული წილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტის ასაკია 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება პაციენტის მდგომაროება დაგვიმძიმდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო.
    323 ნახვა
    19-03-2020, 10:02