X
GOGA.TV
13
როგორ უნდა შემოვირიგოთ ქალი, თუ მისი ზოდიაქო ვიცით?
  • როგორ უნდა შემოვირიგოთ ქალი, თუ მისი ზოდიაქო ვიცით?

    მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "ხუშ­ტუ­რე­ბის" ძი­რი­თად ნა­წილს ვერ ან არ ხვდე­ბა. მათ შო­რი­საა ბუ­ტი­ა­ო­ბა და წვრილ­მა­ნებ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბა.იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იცით, კონ­ფლიქ­ტი­სა და გა­უ­გებ­რო­ბის შემ­დეგ მის შე­მო­სა­რი­გებ­ლად გზე­ბის მო­ნახ­ვა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და იოლი საქ­მე იქ­ნე­ბა.

    ვერ­ძი
    ქალი ვერ­ძი ფეთ­ქე­ბა­დი, ემო­ცი­უ­რი და ფი­ცხია. ამი­ტომ მისი რის­ხვა მა­მა­კაცს, რო­გორც წესი, ატო­მუ­რი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბა­სა­ვით ატყდე­ბა თავს. მაგ­რამ ასე იგი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ცე­ვა, როცა ნამ­დვი­ლად უყ­ვარს ვინ­მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ­ძი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში გაბ­რა­ზე­ბის კი არა სი­ჩუ­მის უნდა გე­ში­ნო­დეთ ძვირ­ფა­სო მამ­რე­ბო. სა­ი­მი­სოდ, რომ ქალი ვერ­ძი შე­მო­ი­რი­გოთ, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით ბო­ლომ­დე ამოთ­ქვას თქვენ მი­მართ გულ­ში დაგ­რო­ვი­ლი წყე­ნა და პრე­ტენ­ზი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, მას­თან დი­ა­ლოგ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი დო­ზით გა­მო­ი­ყე­ნეთ იუ­მო­რი; მერ­წმუ­ნეთ, ასე ნე­ბის­მი­ერ ყი­ნულს გა­ად­ნობთ ვერ­ძის გულ­ში.

    კურო
    ქალი კურო სა­ოც­რად მომთმე­ნი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და დინ­ჯი ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ მარ­ტი­ვი ქა­ლუ­რი ხუშ­ტუ­რე­ბი და ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გორც წესი, მას იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ქა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა თუ შე­ძე­ლით ე.ი. რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "მი­გი­ქა­რავთ". კურო ვერ­ძი არ არის, რომ წყე­ნამ ორ სა­ათ­ში გა­უ­ა­როს, ამი­ტომ მისი გუ­ლის ხელ­მე­ო­რედ მო­სა­გე­ბად და ძვე­ლე­ბუ­რი ნდო­ბის აღ­სად­გე­ნად ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მო­გიხ­დე­ბათ ლო­დი­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა და ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო, გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის და­ნახ­ვე­ბა მის­თვის.

    ტყუ­პი
    ქალი ტყუ­პი ცვა­ლე­ბა­დი, ემო­ცი­უ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი ქმნი­ლე­ბაა. მისი გაბ­რა­ზე­ბა ისე­ვე რო­გორც გა­ხა­რე­ბა, მარ­ტი­ვი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად იოლი რა­მაა. ტყუპს შე­უძ­ლია წა­მის მე­ა­სედ­ში უკი­დუ­რე­სი ის­ტე­რი­კის შე­მო­ტე­ვა გა­ი­თა­მა­შოს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის მი­სა­მარ­თით, თა­ნაც ისე, რომ ამ უკა­ნას­კნელს თმა ყალ­ყზე და­უდ­გეს აღ­შფო­თე­ბის­გან. თუმ­ცა, ასე­თი ქა­ლის გაბ­რა­ზე­ბის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, წყე­ნა, რო­გორც წესი, მას მოკ­ლე ხან­ში ავი­წყდე­ბა. მთა­ვა­რია, როცა ბრა­ზობს სა­უბ­რის და "ქა­ქა­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ. ერ­თი­ორ­ჯერ ქო­ქო­ლას მო­გაყ­რით და მა­ლე­ვე შე­გი­რიგ­დე­ბათ, მო­რიგ კონ­ფლიქ­ტამ­დე.

    კირჩხი­ბი
    ქალი კირჩხი­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბა­ზე ად­ვი­ლი ალ­ბათ არა­ფე­რია ბუ­ნე­ბა­ში. ამას­თან ერ­თად, კირჩხი­ბის გა­ბუტვის მი­ზეზს ხში­რად არა­თუ მა­მა­კა­ცი, ახლო მე­გო­ბა­რი ქა­ლე­ბიც კი ვერ ხვდე­ბი­ან ბო­ლომ­დე და პრინ­ციპ­ში თა­ვად კირჩხიბ­საც ვერ გა­უ­გია ხში­რად რა­ტომ ეც­ვლე­ბა გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი­დან ნე­გა­ტი­უ­რის­კენ, სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლად. კირჩხი­ბი ბუ­ნე­ბით სენ­სი­ტი­უ­რი, სით­ბო­სა და ზრუნ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ "გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლის ნი­ღაბს" ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად, ყო­ველ­გვა­რი არ­სე­ბი­თი მი­ზე­ზის გა­რე­შეც მარ­ტი­ვად ირ­გებს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე მი­ა­ტო­ვოს და მის­კენ გა­ე­შუ­როს სიყ­ვა­რუ­ლის კი­დევ ერთხელ და მე­ა­თი­ა­თასე­ჯერ და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

    ლომი
    ლომი ქალი უზო­მოდ ამა­ყი, სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბის შეგ­რძნე­ბით აღ­სავ­სე და თავ­მომ­წო­ნე ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ ქალი ლო­მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა სუ­ლაც არ გახ­ლავთ იოლი საქ­მე. ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მა­კაცს "თი­თის წვე­რებ­ზე" სი­ა­რუ­ლი მო­ე­თხო­ვე­ბა, სა­ი­მი­სოდ, რომ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ქალი ლომი ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ძუნ­წის, უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ნა­წყენ­დე­ბა კაც­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რო­მე­ლი­ღაც ცოდ­ვა­თა­გა­ნი ჩა­ი­დი­ნეთ, თქვე­ნი სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტის 98% გა­ღე­ბა მო­გი­წევთ მისი გუ­ლის ხე­ლახ­ლა მო­სა­გე­ბად. ამას­თან ერ­თად, სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­დაც უნდა იქ­ცეთ სა­ჩუქ­რე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

    ქალ­წუ­ლი
    შეგ­ნე­ბუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე ქა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მას იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს ტი­პუ­რი, ქა­ლუ­რი ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბი და დრა­მა­ტიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ქალ­წუ­ლი ქალი შე­იძ­ლე­ბა წყო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს და მა­მა­კაც­ზე გული აიც­რუ­ოს. მათ შო­რი­საა ამ უკა­ნას­კნე­ლის მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი საქ­ცი­ე­ლი. ქალ­წულს არ უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თუ გეგ­მავთ, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­არ­ქვათ და ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­პი­რე­ბი ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვეჭ­ვობ, ერ­თად დიდ­ხანს გაძ­ლოთ.

    სას­წო­რი
    მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლია, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბის მო­მენ­ტშიც არ ქრე­ბა სას­წო­რის სა­ხი­დან. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ჰა­ე­რო­ვა­ნი და ფუმ­ფუ­ლა იმი­ჯი­სა, ქალ სას­წორს სა­ო­ცა­რი პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­სა და სი­ჯი­უ­ტის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლია პე­რი­ო­დუ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მის ამ სირ­ბი­ლეს არ და­ა­ფა­სებს, სა­მო­მავ­ლოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე მო­უ­წევს ამ ქა­ლის ღი­მი­ლი­ა­ნი უა­რის და მისი ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვის ატა­ნა. სა­ი­მი­სოდ, რომ სას­წორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ აღად­გი­ნოთ, მო­უ­წყვეთ მას რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ტკბი­ლე­უ­ლით; და რაც მთა­ვა­რია, სით­ბო აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტეთ. ეს ყვე­ლა­ზე ნა­ცა­დი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია სას­წო­რის გუ­ლის მო­სა­გე­ბად.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლი ქა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა არა­თუ არა­სა­სურ­ვე­ლი, სა­ხი­ფა­თო საქ­მეც კია ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის­თვის. იმი­ტომ რომ ამ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და უზო­მოდ თავ­მოყ­ვა­რე ქა­ლის გო­ნე­ბა­ში არა­ვინ იცის რა სა­ხის მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს დამ­ნა­შა­ვე მამ­რის და­სას­ჯე­ლად. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­რი­ელ ქალს ორ­პი­რო­ბა, ღა­ლა­ტის მცდე­ლო­ბა (თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქ­ტი არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა!!!) და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა აღი­ზი­ა­ნებს. სა­ი­მი­სოდ, რომ მისი გული ისევ მო­ი­გოთ, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა და­ა­ნახ­ვოთ, რომ მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბამ თქვენ­თვის ყო­ველ­გვა­რი აზრი და­კარ­გა. დროს ნუ გაფ­ლან­გავთ მრა­ვალ­სა­ა­თი­ან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებ­ში. უბ­რა­ლოდ და გულ­წრფე­ლად აღი­ა­რეთ თქვე­ნი და­ნა­შა­უ­ლი. ვერ ვი­ტყვი რომ მალე, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, რა­ღაც პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ მო­რი­ელს შე­საძ­ლოა გული მა­ინც მო­უბ­რუნ­დეს თქვენ­კენ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ქალი მშვილ­დო­სა­ნი სა­ოც­რად ინ­ფან­ტი­ლუ­რი, გულ­მარ­თა­ლი და ბავ­შვუ­რი ინ­დი­ვი­დია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თვრა­მე­ტი წლი­საა იგი, თუ ოც­დათ­ვრა­მე­ტის, მისი წყე­ნი­ნე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა პირ­ველ რიგ­ში უხე­შო­ბით, უყუ­რა­დღე­ბო­ბი­თა და ცი­ნიზ­მით. მშვილ­დო­სა­ნი ქალი ვერ იტანს მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას თუნ­დაც იგი სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მას ამ­გვა­რი "სა­ჩუქ­რით" ხში­რად ანე­ბივ­რებს, ამ ქა­ლის სა­მუ­და­მოდ და­კარ­გვის საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა. თუ გსურთ, მისი გული ჩხუ­ბის შემ­დეგ ისევ მო­ი­გოთ, შეს­თა­ვა­ზეთ სად­მე ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა. ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იგი მარ­ტი­ვად და­ი­ვი­წყებს წყე­ნას და სა­მო­მავ­ლოდ ისევ მხურ­ვა­ლე რო­მანს გა­ა­ჩა­ღებს თქვენ­თან.

    თხის რქა
    ქალი თხის რქა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­კი­თხში უზო­მოდ წინ­და­ხე­დუ­ლი ინ­დი­ვი­დია. მას არ ახა­სი­ა­თებს მარ­ტი­ვად და სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ეს მის სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნებ­საც ეხე­ბა. ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თუ მა­მა­კაც­მა, რო­მელ­საც იგი გულ­დას­მით არ­ჩევ­და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე მას გული მა­ინც ატ­კი­ნა, თხის რქა მყის­ვე დის­ტან­ცი­ის და­კა­ვე­ბას შე­ეც­დე­ბა და დამ­ნა­შა­ვეს, ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე არ მის­ცემს ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­მი­სოდ, რომ მისი ნდო­ბა ისევ მო­ი­პო­ვის კაც­მა, აუ­ცი­ლე­ბა­ლია, რა­ი­მე ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლით და­არ­წმუ­ნოს იგი სა­კუ­თარ სი­ნა­ნულ­ში. სა­ა­მი­სოდ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა და ყუ­რა­დღე­ბაც გა­მოდ­გე­ბა. არა­ნაკ­ლებ ეფექტს მოგ­ცემთ ის ფაქ­ტი, თუ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ას­პა­რეზ­ზე და­უ­ჭერთ მის წინსვლას მხარს.

    მერ­წყუ­ლი
    მერ­წყუ­ლი ქალი ბუ­ნე­ბით უკონ­ფლიქ­ტო, სა­ოც­რად ჰუ­მა­ნუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­სე­ბაა. იგი, რო­გორც წესი, არა­სო­დეს გა­მო­დის წყო­ბი­დან და ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს მა­მა­კა­ცის­თვის დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნე­ბის გა­მარ­თვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. ქალი მერ­წყუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნით ღი­ზი­ან­დე­ბა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. თუმ­ცა, ამ უკა­ნას­კნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტას ტი­რი­ლი­თა და ჩხუ­ბით არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს, უბ­რა­ლოდ სექ­სი აღარ ექ­ნე­ბა მას­თან და შეს­თა­ვა­ზებს სა­მო­მავ­ლოდ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი შე­საძ­ლოა ვინ­მეს მარ­ტი­ვად მო­ეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა დას­კვნის გა­მო­ტა­ნას ნუ იჩ­ქა­რებთ. საქ­მე იმა­შია, რომ მერ­წყუ­ლი ყო­ველ­თვის პა­სუხს აგებს სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, თუ მან თქვენ­ზე გული აიც­რუა, ამ ფაქტს ძნე­ლად თუ რამე შეც­ვლის. ამი­ტომ შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ მის "ექსს" მარ­ტო­ო­დენ მე­გობ­რის სტა­ტუ­სით მო­უხ­დეს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    ქალი თევ­ზი ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და რო­მან­ტი­კო­სი არ­სე­ბაა. მისი გუ­ლის ტკე­ნა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა. თუმ­ცა, წყე­ნას იგი ხში­რად არ ამ­ჟღავ­ნებს რე­ა­ლუ­რად და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ცდი­ლობს საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი აპა­ტი­ოს. ჰოდა, აი, სწო­რედ აქ ცდე­ბა იგი! იმი­ტომ რომ, რო­გორც წესი, მისი მიმ­ტე­ვებ­ლო­ბით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად თავს ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბა­საც აძ­ლე­ვენ ისევ და ისევ თევ­ზი ქა­ლის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის იმე­დით. თუმ­ცა, ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აც დგე­ბა, როცა თევ­ზი "პირ­ში წყალს ჩა­ი­გუ­ბებს" და საკ­მა­ოდ დიდი ხნი­თაც. ასეთ დროს მა­მა­კაცს სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზე და­ფიქ­რე­ბა და საყ­ვა­რელ ქალ­თან გულ­წრფე­ლი მო­ბო­დი­შე­ბით მის­ვლა მო­ე­თხო­ვე­ბა. მი­ე­ცით მას დრო ემო­ცი­ე­ბის გა­და­სა­ხარ­შა­ვად, ნუ შე­უ­ღო­ნებთ გულს ხვეწ­ნა-მუ­და­რი­თა და გო­დე­ბით. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ქალი თევ­ზი თა­ვად გა­პა­ტი­ებთ, ოღონდ რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი ვა­დით, ეს უკვე თქვენს დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    264 ნახვა
    20-03-2020, 00:15