GOGA.TV
  • დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს

    დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ახალი რეგულაციების თანახმად, ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

    მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

    დღეიდან, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

    რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ ელექტრონული წესით მიიღება.
    170 ნახვა
    20-03-2020, 09:43