GOGA.TV
  • დიდი მადლობა ვაშაძეს ამ შემოთავაზებისთვის,მომწოდებელთან დაკავშირება არ გვჭირდებ

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაძის შემოთავაზებას გამოეხმაურა. კითხვაზე, რომლის თანახმადაც გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახმარებას გაუწევს, დააკავშიროს ტესტების მომწოდებლებთან, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

    "დიდი მადლობა ვაშაძეს ამ შემოთავაზებისთვის,მომწოდებელთან დაკავშირება არ გვჭირდებ. მეგონა, რომ ტესტებს გვაჩუქებდა. რამოდენიმე ადამიანმა გვაჩუქა ტესტების და ფულადი დახმარებაც გაგვიწია, როდესაც ეს ეპიდმდგომარეობა გაივლის, ყველა მათგანს მადლობას გადავუხდით. დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება , რადგან ყოველდღიურად 10 კომპანია მაინც მთავაზობს დახმარებას ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კორონავირუსზე და პრევენციულ გზებზე ისაუბრა.
    441 ნახვა
    20-03-2020, 10:05